X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები მაია ცქიტიშვილი - „მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ქვეყნის თავისუფლებას“

მაია ცქიტიშვილი - „მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ქვეყნის თავისუფლებას“

ძებნა

მაია ცქიტიშვილი - „მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ქვეყნის თავისუფლებას“

9 აპრილი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პაიტივი მიაგო.

„მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გაატარეს აქ 9 აპრილის ღამე და რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, დამოუკიდებლობის დაბრუნებას. ეს დღე ყველასთვის ძალიან ტრაგიკულია და მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ახალი ისტორიისთვის, მისი ახალი ეტაპისვთის. ყველას უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, რომ სწორედ ასეთი მოვლენების შედეგად, ასეთი ერთიანობის შედეგად არის შესაძლებელი ისტორიის შეცვლა, ჩვენთვის, ყველასთის ძვირფასი ფასეულობების დაცვა,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა 9 აპრილის მონაწილეთა ერთიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 9 აპრილი არის დღე, რომელიც უნდა ახსოვდეს ყველას. „თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ამ ადამიანების სიცოცხლე შეწირული ქვეყანა განვავითაროთ და ვეცადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გავხადოთ,“- თქვა მან.

წელს 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. მშვიდობიანი აქცია, რომლის მთავარი მოტხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობა იყო საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.